LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Travis

Travis შოტლანდიური ინდი პოპ/ბრიტპოპ ჯგუფია ქალაქ გლაზგოდან. მის შემადგენლობაში შედიან – ფრენ ჰილი (ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, ბანჯო), ენდი დანლოპი (გიტარა, ბანჯო, ვოკალი), დაგი პეინი (ბას გიტარა) და ნილ პრიმროუზი (დასარტყმელი საკრავები).
Travis-ს ორჯერ მიენიჭა საუკეთესო ჯგუფის ჯილდო ბრიტანულ მუსიკის დაჯილდოებაზე. მათ ხშირად ახსენებენ, როგორც ჯგუფს, რომელმაც გზა გაუკვალა ბენდებს Coldplay და Keane.
Coldplay-ს ვოკალისტი კრის მარტინი Travis-ზე საუბრისას საკუთარ თავს უწოდებდა „ფრენ ჰილის ღარიბთათვის“, აღნიშნავდა, რომ Travis-მა „შექმნა Coldplay და მრავალი სხვა“.
ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს ჰარი დინ სტენტონის პერსონაჟის ტრევის ჰენდერსონის სახელისგან (ფილმიდან „პარიზი, ტეხასი“.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი