LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tracy Chapman

ტრეისი ჩეპმენი (დაბადების თარიღი 30 მარტი, 1964) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორია, ცნობილია სიმღერებით “Fast Car”, “Talkin’ Bout a Revolution” და “Give Me One Reason”.
კოლეჯის პერიოდში ჩეპმენმა ქუჩის მუსიკოსობა დაიწყო, უკრავდა ყავახანებში. სწავლის დასრულების შემდეგ SBK სტუდიასთან კონტრაქტი გააფორმა და გამოუშვა პირველი დისკი “Tracy Chapman” (1988), ალბომმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
მისი მომდევნო ალბომი “Crossroads” (“გზის გასაყართან”, 1989) კომერციულად ნაკლებად წარმატებული გამოდგა. 1992 წლის “Matters of the Heart” (გულის წუხილი) მხოლოდ მისი ყველაზე ერთგული ფანებისთვის იყო ცნობილი. 1995 წელს ყველასათვის მოულოდნელად გამოვიდა ჩეპმენის ახალი ალბომი “New Beginning”, რომელშიც მისი ჰიტი “Give Me One Reason” შევიდა და 1996 წელს გრემის ნომინაციაში “საუკეთესო როკ-სიმღერა” გაიმარჯვებს.
2000 წლის ალბომი “Telling Stories” უკვე უფრო როკის ჟანრისაა ვინემ ფოლკის. ალბომის ამავე სახელწოდების ჰიტი ევროპის რადიო სადგურების ფავორიტი გახდა. მისი მეექვსე ალბომი იყო “Let It Rain” .
“Where You Live” – ჩეპმენის მეშვიდე სტუდიური ალბომი, 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი