LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twenty One Pilots

Twenty One Pilots ამერიკული მუსიკალური დუეტია, ჩამოყალიბდა ტაილერ ჯოზეფის ინიციატივით 2009 წელს, კოლუმბუსში (ოჰაიო), ნიკ ტომასთან და კრის სალისთან ერთად, რომლებმაც 2011 წელს ჯგუფი დატოვეს.
ამჟამად ჯგუფის წევრები არიან ვოკალისტი ტაილერ ჯოზეფი და დრამერი ჯოშ დანი.
ჯგუფმა საკუთარი სახსრებით ორი ალბომი – Twenty One Pilots (2009 წელს) და Regional at Best (2011 წელს) გამოუშვა, სანამ ლეიბლ Fueled By Ramen-თან კონტრაქტს გააფორმებდნენ 2012 წელს.
მათი ლეიბლის სადებიუტო ალბომი Vessel გამოვიდა 2013 წელს. დუეტს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა რიგით მეოთხე ალბომმა- Blurryface (2015), მასში შევიდა სიმღერები Stressed Out და Ride.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი