ტონი ბენეტი ( დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1926) ამერიკელი ჯაზის სტანდარტის, ტრადიცული პოპის, სვინგის, ბიგ ბენდის და ჯაზის შემსრულებელია.
ტონიმ სიმღერა ადრეული წლებიდანვე დაიწყო. იგი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეითთა ბატალიონში. ომის დასრულების შემდგომ შეიმუშავა სიმღერის ცნობილი ტექნიკა, გააფორმა კონტრაქტი ლეიბლზე Columbia Records და ჩაწერა პირველი პოპულარული სიმღერა Because of You, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა აშშ-ის ჩარტში. მ
ბენეტმა პოპულარობის პიკს 1950იან წლებში ალბომებით მიაღწია – The Beat of My Heart და Basie Swings, Bennett Sings.
1962 წელს მუსიკოსმა ჩაწერა მისი საფირმო სიმღერა I Left My Heart in San Francisco. როკ მუსიკის ერად წოდებულ პერიოდში ტონის კარიერა და პირადი ცხოვრება კრიზისის პერიოდში იდგა.
1980იანი წლების მიწურულს და 1990იანი წლების დასაწყისში ტონი დაუბრუნდა სასცენო კარიერას, მისმა ჩანაწერებმა MTV-ს თაობაში ხელახლა მოიპოვა პოპულალობა. კარირეის მანძილზე ტონიმ მიიღო 19 გრემის და ორი პრემია ემის ჯილდო. მსოფლიოს მასშტაბით მას გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.
