ტომ პეტი (1950 წლის 20 ოქტომბერი – 2017 წლის 2 ოქტომბერი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და მსახიობი იყო.
პეტი იყო ბენდის Tom Petty and the Heartbreakers ლიდერი. ის, ასევე, იყო მის მიერ დაარსებული სუპერჯგუფის Traveling Wilburys წევრი.
მუსიკოსმა ჩაწერა უამრავი ჰიტ-სინგლი როგორც ჯგუფთან ერთად, ისე – როგორც სოლოარტისტმა. კარიერის მანძილზე მისი ჩანაწერების 80 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა, ამ მაჩვენებელმა კი ტომ პეტი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად აქცია.
2002 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
მუსიკოსი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულის შეტევით.
