სერ ტომ ჯონსი (დაბადების თარიღი 1940 წლის 7 ივნისი) უელსელი მომღერალია. მისი კარიერა 6 ათწლეულია გრძელდება.
მუსიკოსი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ასრულებს, მათ შორის პოპს, როკს, რიტმ-ენდ ბლუზს, ქანთრის, დენსს, სოულსა და გოსპელს.
ჯონსს გაყიდული აქვს 100 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი, აქედან 40 ჰიტი, მათ შორის It’s Not Unusual”, “What’s New Pussycat”, “Delilah”, “Green, Green Grass of Home”, “She’s a Lady”, “Kiss” და “Sex Bomb”.
მომღერალს მიღებული აქვს ”გრემი”, MTV Video Music Award, Brit Awards.
