ტომ უეიტსი (დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1949) — ამერიკელი კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი და მსახიობია.
ის გამოირჩევა ორიგინალური ვოკალით.
წლების განმავლობაში უეიტსის მუსიკისადმი ინტერესი გადაიზარდა ნამდვილ მუსიკალურ კულტში. იგი იქცა ფილმებისა და სპექტაკლების კომპოზიტორად, ასევე თავად ითამაშა მათში რამდენიმე როლი (მაგალითად, ბრემ სტოკერის „დრაკულას“ ეკრანიზაციაში).
ამჟამად უეიტსი ცხოვრობს სონომას ოლქში, კალიფორნიაში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად.
მუსიკოსს 15 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, ბოლო Bad as Me 2011 წელს.
