ტონი ბრექსტონი (დაბადების თარიღი 1967 წლის 7 ოქტომბერი) ამერიკელი მომღერალი, პიანისტი, მსახიობი, ტელეწამყვანი და ფილანტროპია. ის პოპულარული 1990-იან წლებში გახდა.
ალბომი, სახელწოდებით „ტონი ბრექსტონი“ მომღერალმა 1993 წელს გამოუშვა და მსოფლიოს მასშტაბიტ ალბომის 10 მლნ ასლი გაიყიდა. ალბომში შესული სიმღერები კი Another Sad Love Song და Breathe Again ჰიტები გახდა და ბრექსტონს სამი „გრემიც“ მოუტანა.
ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა მეორე ალბომი Secrets, რომლის 15 მლნ ასლი გაიყიდა, სიმღერაა Un-Break My Heart კი მსოფლიო მასშტაბით ჰიტად იქცა. ამ ალბომისთვის ბრექსტონმა ორი „გრემი“ მიიღო.
„გრემი“ ერგო მესამე ალბომისთვისაც The Heat, რომელიც 2000 წელს გამოსცა.
უმაღლესი მუსიკალური ჯილდო ბრექსტონმა, ასევე, მიიღო ბეიბიფეისთან ერთად ჩაწერილი ალბომით Love, Marriage & Divorce.
კარიერის განმავლობაში მან 67 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.
