ტექსასი შოტლანდიური პოპ როკ ბენდია გლაზგოდან. ჯგუფი 1986 წელს დააარსეს ჯონი მაკელონმა და შარლინ სპაიტერიმ. ტექსასმა პირველი ალბომი Southside 1989 წელს გამოუშვა. მისი სინგლი I Don’t Want a Lover საერთაშორისო ჰიტად იქცა და ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა.
ამის მიუხედავად, მომდევნო ალბომები Mothers Heaven (1991) და Ricks Road (1993) წარმატებული არ აღმოჩნდა.
წარმატება 1997 წელს კვლავ დაბრუნდა, ბენდმა გამოუშვა ალბომი White on Blonde, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილას მოხვდა და ჯგუფს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.
2017 წლის მონაცემებით, ტექსასს მსოფლიო მასშტაბით 40 მლნ ალბომი აქვს გაყიდული.
