The Cardigans შვედური როკბენდია რომელიც 1992 წელს გიტარისტმა პიტერ სვენსონმა, ბასისტმა მაგნუს სვენინგსონმა, დრამერმა ბენგტ ლაგერბერგმა, კლავიშისტმა ლარს-ოლოფ იოჰანსონმა და ვოკალისტმა ნინა პერსონმა შექმნეს. შემადგენლობა დღემდე უცვლელია. ირველმა ალბომმა Emmerdale (1994) ჯგუფს მცირეოდენი წარმატება საზღვარგარეთაც მოუტანა, განსაკუთრებით – იაპონიაში. მეორე ალბომმა Life (1995) წარმატება კიდევ უფრო გაამყარა. ჯგუფის პოპულარობა გაიზარდა სიმღერით “Lovefool”, რომელიც ალბომში First Band on the Moon (1996) შევიდა. სიმღერა გახდა ფილმის ”რომეო და ჯულიეტა” საუნდტრეკი. სხვა ცნობილ სინგლებს შორის იყო “Erase/Rewind” და My Favourite Game”, რომელიც 1998 წლის ალბომში Gran Turismo შევიდა. 2 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ჯგუფი კვლავ გაერთიანდა და გამოუშვეს მეხუთე ალბომი Long Gone Before Daylight (2003). ბოლო ალბომი Super Extra Gravity (2005) იყო.
The Cardigans-ს მსოფლიოს მასშტაბით 15 მლნ ჩანაწერი აქვს გაყიდული.
