სანანდა ფრანჩესკო მეიტრეია (დაბადების თარიღი 1962 წლის 15 მარტი) ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მან სასცენო სახელად ტერენს ტრენტ დარბი აირჩია.
მუსიკოსი პოპულარული გახდა პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ, სახელწოდებით Introducing the Hardline According to Terence Trent D’Arby. ალბომი 1987 წელს გამოვიდა და მასში შევიდა სინგლები “If You Let Me Stay”, “Wishing Well”, “Dance Little Sister” და “Sign Your Name”.
მუსიკოსს დღეისთვის 12 ალბომი აქვს ჩაწერილი, ბოლო – 2017 წელს გამოვიდა, სახელწოდებით Prometheus & Pandora .
