Spice Girls ინგლისური პოპჯგუფი იყო, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მის შემადგენლობაში იყვნენ მელანი ბრაუნი, მელანი ჩიშოლმი, ემა ბანტონი, ჯერი ჰალიუელი და ვიქტორია ბექჰემი.
მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტზე სტუდიასთან Virgin Records და 1996 წელს გამოუშვეს სადებიუტო სინგლი Wannabe. სიმღერა მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქვეყნის ჩარტში მოხვდა.
პირველი ალბომის Spice 31 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა და გოგონების ჯგუფის ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომად იქცა.
მათი წარმატება საერთაშორისო გაყიდვების მაჩვენებლითაც შეიძლება, გაიზომოს.ჯგუფი წელიწადში 75 მლნ დოლარს შოულობდა.
Spice Girls-ს სულ სამი ალბომი აქვს ჩაწერილი, Spice (1996), Spiceworld (1997) და Forever (2000).
