Status Quo ინგლისური როკ-ჯგუფია, რომლის მუსიკა გამოირჩევა ბუგი-როკის ჟღერადობით. ჩამოყალიბდა ფრენსის როსისადა ალან ლანკასტერის მიერ, 1962 წელს ლონდონში (თავდაპირველად როგორც Scorpions, შემდეგ The Spectres და Traffic Jam) .
შემადგენლობის რამდენიმე ცვლილების შემდეგ 1967 წელს გახდა The Status Quo, ხოლო 1969 წელს – უბრალოდ Status Quo.
ჯგუფს ბრიტანეთში ჰქონდა 60-ზე მეტი წარმატებული ჰიტი, 1967 წლის “Pictures Of Matchstick Men”-ით, 2010 წლამდე, რაც უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა როკ-ჯგუფის შემთხვევაში.
22 სიმღერა მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის 10-ეულებში. 2008 წლის მონაცემით ჯგუფის ალბომების გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 118 მილიონ ასლს. იგი 106 ჯერ გამოვიდა სატელევიზიო პროგრამა Top Of The Pops-ში, რაც ასევე ითვლება რეკორდად. ალბომების რაოდენობის მიხედვით, იგი მხოლოდ ჯგუფ Rolling Stone-ს ჩამორჩება.
ჯგუფმა უმაღლეს წარმატებას ჩარტებში მიაღწია სინგლებით: „Down Down“ (№ 1, ნოემბერი, 1974), „In the Army Now“ (№ 2, სექტემბერი, 1986) და „Rockin’ All Over the World“ (№ 3 სექტემბერი, 1977),[4] ასევე 15 ალბომს მიენიჭა „ოქროს“ სტატუსი („Don’t Stop“-ს პლატინის), ხოლო ოთხმა მათგანმა ბრიტანეთში პირველ ადგილს მიაღწია. 1991 წელს Status Quo-ს გადაეცა Brit Awards-ის ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
