Smokie (თავდაპირველად წერდნენ როგორც Smokey) ინგლისური ბენდია ბრედფორდიდან, იორკშირიდან.
ბენდმა სამშობლოშიც და სხვა ქვეყნებშიც წარმატებას მას შემდეგ მიაღწია, რაც მათი წევრები გახდნენ მაიკ ჩეპმენი და ნიკი ჩინი.
ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა და 2016 წელს ჯერ კიდევ აქტიურად მართავდნენ მუსიკალურ ტურნეებს.
ჯგუფის ყველაზე ცნობილი სინგლებია “If You Think You Know How to Love Me”, “Don’t Play Your Rock ‘n’ Roll to Me”, “Lay Back in the Arms of Someone”, “I’ll Meet You at Midnight”.
ყველაზე პოპულარულმა ჰიტმა Living Next Door to Alice დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #5 ადგილი დაიკავა.
