LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sam Smith

სემ სმიტი (დაბადების თარიღი 1992 წლის 19 მაისი) ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. ის პოპულარული გახდა 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც Disclosure-თან ერთად სიმღერა Latch შეასრულა. სიმღერა დიდი ბრიტანეთის ჩარტში მეთერთმეტე ადგილზე მოხვდა.
პირველი სტუდიური ალბომი სმიტმა 2014 წლის მაისში გამოუშვა, სახელწოდებით In the Lonely Hour. ალბომის მთავარი სინგლი Lay Me Down იყო.
მეორე სინგლი Money on My Mind დიდი ბრიტანეთის ჩარტში #1 იყო. ალბომის მესამე სინგლი კი Stay with Me საერთაშორისო ჰიტად იქცა, დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველი, აშშ-ში კი – მეორე ადგილი დაიკავა.
2014 წლის დეკემბერში მომღერალი ნომინირებული იყო ”გრემის” ექვს კატეგორიაში, მოიგო ოთხი ჯილდო.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი