LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Savage Garden

Savage Garden — ავსტრალიური პოპ-როკ ჯგუფი იყო, რომელშიც შედიოდნენ დერენ ჰეიზი (ვოკალი) და დენიელ ჯოუნზი(კლავიშებიანი საკრავები, სეკვენსერები, გიტარები).
ჯგუფი ჩამოყალიბდა ბრისბენში (კუინზლენდი), 1994 წელს. მუსიკოსების წარმატების წლებად ითვლება 1997-2001 წლების პერიოდი, როდესაც დუეტმა გამოსცა შემდგომში წარმატებული სინგლები “Truly Madly Deeply”, “I Want You”, “To the Moon and Back”, “The Animal Song” და “I Knew I Loved You”.
მათ, ასევე, გამოცემული აქვთ ორი სტუდიური ალბომი, Savage Garden და Affirmation. ორივე მათგანი მოხვდა ავსტრალიის ჩარტების #1 და შეაღწია ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარტების 10-ეულებში.
ავსტრალიური მუსიკის 1997 წლის დაჯილდოებაზე დუეტმა მიიღო ერთდროულად 10 ჯილდო, სადებიუტო ალბომისთვის და მასში შეტანილი სინგლებისათვის. 2000 წელს დუეტმა შეისვენა და აპირებდა სცენაზე დაბრუნებას, მაგრამ 2001 წელს ჰეიზმა მისი დაშლის შესახებ განაცხადა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი