შადეი ადუ (დაბადების თარიღი 1959 წლის 16 იანვარი) ნიგერიაში დაბადებული ბრიტანელი მომღერალ ი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერია. პოლ დენმანთან, ენდრიუ ჰეილთან და სტიუარტ მეთიუმენთან ერთად მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა როგორც ჯგუფის Sade ვოკალისტმა.
ბენდმა პირველი ალბომი Diamond Life 1984 წელს გამოუშვა. ალბომის 6 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა.
შემდეგმა ალბომებმა მულტი-პლატინის სტატუსი მოიპოვეს. 1095 წელს გამოუშვეს Promise და დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავეს. აშშ-ში ალბომის 4 მლნ ჩანაწერი გაიყიდა.
წარმატებული აღმოჩნდა, ასევე, ალბომები Stronger Than Pride (1988), Love Deluxe (1992), Lovers Rock (2000).
2000 წელს ალბომის ჩაწერის შემდეგ ბენდმა 10 წლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო.
მეექვსე ალბომი Soldier of Love 2010 წელს ჩაწერეს და ”გრემი” მოიპოვეს.
