როი ორბისონი (1936 წლის 23 აპრილი – 1988 წლის 6 დეკემბერი) ამერიკელი მომღერალი იყო. მისი ჰიტები “Only the Lonely” (1960), “Crying” (1961), “In Dreams” (1963) და “Oh, Pretty Woman” (1964) ბილბორდის ჩარტებში მოხვდა.
1960-1970-იან წლებში ორბისონს არაერთი პირადი ტრაგედიის გადატანა მოუხდა, რაც მისი ალბომების გაყიდვებზეც აისახა. წარმატება კვლავ დაუბრუნა სიმღერებმა In Dreams და Oh, Pretty Woman..
1988 წელს ორბისონმა ჩაწერა ბოლო სოლოალბომი Mystery Girl, რის შემდეგაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
მუსიკოსი1987 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში 1989 წელს.
