LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Roxette

როქსეტი შვედური პოპ როკ დუეტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო 90იან წლებში. დუეტის შემადგენლობაში არიან პერ გესლე და მარი ფრედრიკსონი. 1980 და 1990-იან წლებში როქსეტი იყო მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი, რომელიც პოპ მუსიკას საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა. ჯგუფის სიმღერები განიცდიდა The Beatles-ის, ბლონდის, ჯონი მიტჩელისა და არეთა ფრანკლინის გავლენას. 1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში. დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომებისა და სინგლების დაახლოებით 75 მილიონი ასლი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი