რონან კიტინგი (დაბადების თარიღი 1977 წლის 3 მარტი) ირლანდიელი მომღერალი და ფილანტროპია. მისი მუსიკალური დებიუტი 1994 წელს შედგა კიტ დაფისთან, მაიკლ გრემთან, შეინ ლინჩთან და სტივენ გეიტლისთან ერთად, ირლანდიურ ჯგუფში Boyzone.
კიტინგის სოლოკარიერა 1999 წელს დაიწყო და მას შემდეგ 9 ალბომი ჩაწერა.
მომღერალმა საერთაშორისო ყურადღება სინგლით “When You Say Nothing at All” მოიპოვა, სიმღერა ფილმში Notting Hill გამოიყენეს და რამდენიმე ქვეყნის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
კიტინგს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ ჩანაწერი როგორც სოლომომღერალს, ჯგუფთან ერთად კი – 25 მლნ.
კიტინგი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, მას აქვს დაფუძნებული საქველმოქმედო კამპანია „მარი კიტინგის ფონდი“, რომელიც მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სახელი ფონდს დედის საპატივსაცემოდ დაარქვა,რომელიც მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა 1998 წელს.
