როდ სტიუარტი (დაბადების თარიღი 1945 წლის 10 იანვარი) ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბრიტანეთის იმპერიის კავალერის.
იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიო მასშტაბით მისი 100 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული.
2007 წელს ბუკინგემის სასახლეში მას ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება მიანიჭეს.
სტიუარტი ცნობილი გახდა 1960-იანების ბოლოს და 1970-იანების დასაწყისში, The Jeff Beck Group-ში მონაწილეობით. მოგვიანებით იგი Faces-ში მღეროდა, თუმცა მუსიკალური კარიერა კი, რეალურად, 1962 წელს დაიწყო, როდესაც ჰარმონიკით ქუჩებში გამოდიოდა. 1963 წელს იგი The Dimensions-ის წევრი გახდა, როგორც ჰარმონიკაზე შემსრულებელი და ნაწილობრივ ვოკალისტი. 1964 წელს იგი Long John Baldry-ს და All Stars-ს შეუერთდა. 1964 წლის აგვისტოს სოლო კარიერა დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერში სადებიუტო სოლო სინგლი „Good Morning Little Schoolgirl“ გამოსცა.
სოლო კარიერასთან ერთად იგი ჯგუფებშიც მონაწილეობდა. სადებიუტო სოლო ალბომი 1969 წელს გამოსცა, სახელწოდებით An Old Raincoat Won’t Ever Let You Down (აშშ-ში მას The Rod Stewart Album ეწოდა). ადრეულ ალბომებში შეიმჩნეოდა როკის, ხალხური მუსიკის, სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის ელემენტები.
2008 წელს Billboard-მა მას ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში #17 პოზიცია მიანიჭა. გრემის და Brit-ის ჯილდოების მფლობელი სტიუარტი Q-ს ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიის #33 ადგილს იკავებდა.
