LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Red Hot Chili Peppers

Red Hot Chili Peppers ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც 1983 წელს ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დასარტყმელი საკრავები) და ჯოშ კლინჰოფერი(გიტარა).
თავდაპირველ შემადგელობაში, ასევე, იყვნენ გიტარისტი ჰილელ სლოვაკი და დრამერი ჯეკ აირონსი. სლოვაკი 1988 წელს ჰეროინის ჭარბი მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.
ჯგუფიდან წავიდა აირონსი, რომელიც პელიგრომ შეცვალა. სლოვაკი კი ჯონ ფრუშანტემ ჩაანაცვლა.
ფრუშანტეს მონაწილეობით ჯგუფმა ჩაწერა ალბომები Mother’s Milk (1989), Blood Sugar Sex Magik (1991), Californication (1999), By the Way(2002) და Stadium Arcadium (2006). მუსიკოსმა ბენდი 1992 წელს დატოვა.
2006 წელს გამოვიდა ალბომი Stadium Arcadium, რომელმაც – ამერიკის ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა.
Red Hot Chili Peppers-ს მიღებული აქვს 7 გრემის ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 60 მილიონი ჩანაწერი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი