Reamonn გერმანული პოპ-როკ ბენდია.
1997 წელს რი გარვიმ დატოვა ბენდი The Reckless Pedestrians და გაემგზავრა გერმანიაში მცირე თანხით და ჯიბეში დემო დისკით. ადგილობრივ გაზეთში გარვიმ განათავსა რეკლამა, რომ მომღერალს სჭირდებოდა მუსიკოსები ჩაწერებისა და ლაივშოუებისთვის. გარვის გამოეხმაურა მაიკ გომერინგერი, შემდეგ კი ბენდს შეემატნენ უვე, სები და ფილი. სახელწოდება Reamonn სახელის „რეიმონდი“ ირლანდიური ფორმაა.
ჯგუფს პირველი წარმატება ჩარტებში სიმღერამ Supergirl მოუტანა, მალე გაჰიტდა და პოპულარული გახდა გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში. ბენდს ჩაწერილი აქვს 6 ალბომი Tuesday (2000), Dream No. 7 (2001), Beautiful Sky (2003), Wish (2006), Reamonn (2008), Eleven (2010). ამჟამად ჯგუფი აქტიური არ არის. მათ შემოქმედებითი პაუზა აიღეს, რი გარვიმ სოლოპროექტებზე მუშაობა გადაწყვიტა.
