Rhythms del Mundo არაკომერციული კოლაბორაციული ალბომია, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღეს კუბელმა ვარსკვლავებმა, მათ შორის იბრაჰიმ ფერერმა და ომარა პორტუენდომ Buena Vista Social Club-დან.
შემდეგი ალბომი, სახელწოდებით Rhythms del Mundo Classics 2009 წელს გამოვიდა.
ჩაწერა ჰავანაში მიმდინარეობდა 2005-2006 წლებში. Buena Vista Social Club-ის წევრებმა სიმღერები ახლიდან დაამუშავეს და შექმნეს უნიკალური ჟღერადობა.
Rhythms Del Mundo-ში არის უამრავი ცნობილი ამერიკელი თუ აფრიკელი მომღერლის ჰიტები, მათ შორის ქოლდფლეის, ქუინის, მადონას, ჯეკ ჯონსონის , მაიკლ ჯექსონის და ა.შ.
