LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Paul McCartney

სერ ჯეიმზ პოლ მაკკარტნი (დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1942) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, მუსიკის სამეფო აკადემიისა და მუსიკის სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი, ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორია.

ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად მან სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles-ით.

The Beatles-ის დაშლის შემდგომ მან დაიწყო სოლოკარიერა, მოგვიანებით კი ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი/ვოკალისტი დენი ლეინი.მაკკარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი.ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში იგი ითვლება სიმღერების ყველაზე წარმატებულ ავტორად. მის მიერ The Beatles-ისთვის დაწერილი სიმღერა „Yesterday“ 2.200-ზე მეტი შემსრულებლის მიერ იქნა ინტერპრეტირებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩაწერილი მუსიკის ისტორიაში რომელიმე სხვა სიმღერის შემთხვევაში. Wings-ის 1977 წლის სიმღერა „Mull of Kintyre“, რომელიც ლეინთან ერთად დაიწერა, იყო ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი.მაკკარტნი არის 31-ზე მეტი ისეთი სიმღერის ავტორი ან თანაავტორი, რომელიც მოხვედრილა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციებზე. 2012 წლისათვის აშშ-ში პოლს RIAA-ს თანახმად გაყიდული აქვს 15.5 მილიონზე მეტი ალბომი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი