პოლ ენტონი იანგი (დაბადების თარიღი 1956 წლის 17 იანვარი) ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორია. ის იყო ბენდების Kat Kool & the Kool Cats, Streetband და Q-Tips ვოკალისტი.
იანგის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Love of the Common People”, “Wherever I Lay My Hat”, “Come Back and Stay”, “Everytime You Go Away” და “Everything Must Change”.
1990-იანი წლების შუა პერიოდიდან იანგი ჯგუფთან ერთად Los Pacaminos გამოდის და ახალ მასალას იშვიათად ქმნის.
