LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Patricia Kaas

პატრისია კაასი (დაბადების თარიღი 1966 წლის 5 დეკემბერი) ფრანგი მომღერალი და მსახიობია.
კაასის რეპერტუარი პოპ მუსიკის, ჯაზის, შანსონისა და სოულის ნარევია. 1988 წელს გამოვიდა კაასის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „მადმუაზელი მღერის…“ (ფრანგ. Mademoiselle chante…), რის შემდეგაც მსოფლიოში სახელი გაითქვა.
მომღერალმა თავისი პირველი ნაბიჯები მუსიკაში 13 წლის ასაკში გადადგა, ძმის დახმარებით პატრისიამ კონტრაკტს საარბრიუკენის კლუბთან „Rumpelkammer“ მოაწერა ხელი . მან მოღვაწეობა დაიწყო ფსევდონიმით „Pady Pax“ (პედი პაქსი). 16 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოსგან მიიღო მოწვევა მეცში.
პატრისია კაასმა 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სიმღერით „Et s`il fallait le faire“ მიიღო მონაწილეობა. მან მე-8 ადგილი დაიკავა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი