ნიკოლო პაგანინი (27 ოქტომბერი, 1782 – 27 მაისი, 1840) იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი იყო, განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა.ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.
2005 წლის 1 ნოემბერს კარლო ბერგონცის ვიოლინო, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლო პაგანინს, ლონდონის აუქციონზე Sotheby’s 1,1 მილიონ დოლარად (საწყისი ფასი იყო 500 ათასი დოლარი) სავიოლინო ხელოვნების ფონდის წარმომადგენელმა – მაქსიმ ვიქტოროვმა შეისყიდა. მყიდველმა განაცხადა, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად აჟღერდებოდა 2005 წლის 1 დეკემბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის პაგანინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს ვიოლინო არის ერთ-ერთი კარლო ბერგოცის 50 დღემდე შემორჩენილი ნამუშევრიდან.
