ოზი ოსბორნი (დაბადების თარიღი 1948 წლის 3 დეკემბერს) — ინგლისელი როკმუსიკოსი, სიმღერების ავტორია. პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, გამოსცა 11 სტუდიური ალბომი, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა. 2011 წელს იგი დაუბრუნდა Black Sabbath-ს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი 13 (2013). მუსიკოსის ალბომების გაყიდვები, 100 მილიონ ასლს აღწევს. ჯგუფთან ერთად იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში. ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები.
