Oasis ინგლისური როკ-ჯგუფი იყო, რომელიც მანჩესტერში 1991 წელს ჩამოყალიბდა.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ლიამ გალაგერი (ვოკალი, დაირა), პოლ ართურსი (გიტარა), პოლ მაკ-გიგენი (ბას-გიტარა) და ტონი მაკ-კეროლი (დასარტყმელები, პერკუსია).
მოგვიანებით, მეხუთე წევრის სახით მათ შეუერთდა ლიამის უფროსი ძმა ნოელ გალაგერი (წამყვანი გიტარა და ვოკალი). ასეთი სახით ჯგუფმა საკუთარი თავი 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა.
1993 წელს ჯგუფმა და გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი Definitely Maybe (1994). შემდეგ წელს გამოვიდა (What’s the Story) Morning Glory? (1995). 1997 წელს Oasis-მა გამოუშვა მესამე ალბომი Be Here Now.
ჯგუფიდან 1999 წელს წავიდნენ მაკ-გიგენი და ართურსი. Oasis-მა ჩაწერა ახალი ალბომი, Standing on the Shoulder of Giants (2000). ძმებს შორის მზარდმა დაძაბულობამ გამოიწვია ნოელ გალაგერის 2009 წლის აგვისტოში ჯგუფიდან წასვლა. დარჩენილმა შემადგენლობამ შეიცვალა სახელი Beady Eye-თი[5], განაგრძო მუშაობა და, 2014 წელს დაშლამდე, გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. ნოელ გალაგერმა ჩამოაყალიბა საკუთარი პროექტი Noel Gallagher’s High Flying Birds.
