LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nelly

Nelly (ნამდვილი სახელი კორნელ ირან ჰეინს ჯუნიორი, დაბადების თარიღი 1974 წლის 2 ნოემბერი) ამერიკელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ინვესტორი და ბიზნესმენია.
მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო და კონტრაქტს ხელი მოაწერა სტუდიასთან Universal Records.
2000 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი, სახელწოდებით Country Grammar, ამავე სახელწოდების სინგლი ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა. თავად ალბომი კი Billboard 200-ში #3 იყო. აშშ-ში ალბომის 8.4 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა. შემდეგი ალბომი იყო Nellyville,, რომელშიც შევიდა საერთაშორისო ჰიტი Dilemma – დუეტი კელი როულენდთან ერთად. ამას გარდა, ალბომში შევიდა Hot in Herre, Air Force Ones, Pimp Juice, #1.
ნელიმ მომდევნო წლებშიც გააგრძელა ჰიტების ჩაწერა, მისი სიმღერები ჩარტების სათავეებში ხვდებოდა.
მეხუთე სტუდიური ალბომი Brass Knuckles 2008 წელს გამოვიდა და მასში შევიდა პოპულარული სიმღერები Party People, Stepped on My J’z, Body on Me. 2003 და 2004 წლებში ნელიმ აიღო ”გრემის” ჯილდოები.
მხოლოდ აშშ-ში მას 21 მლნ ალბომი აქვს გაყიდული.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი