LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nelly Furtado

ნელი კიმ ფურტადო (დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1978 წელი) პორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, ჩანაწერების პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტია. ფურტადო ხალხისთვის ცნობილი 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომ Whoa, Nelly!-თ და გრემის მფლობელი სიმღერით I’m Like a Bird გახდა. შვილის გაჩენის და კომერციულად ნაკლებად წარმატებული ალბომის Folklore (2003) გამოშვების შემდეგ, ის სალიდერო პოზიციებს 2006 წელს ალბომის Loose გამოშვებით დაუბრუნდა, რასაც თან სდევდა ჰიტი სინგლები Promiscuous ,Maneater, Say It Right, და All Good Things (Come to an End).
ნელი ფურტადო ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით სხვადასხვა ინსტრუმენტის, ჟანრის, ენის და ვოკალური სტილის გამოყენებით.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი