შაფერ შიმერ სმიტი (დაბადების თარიღი 1979 წლის 18 ოქტომბერი), მსოფლიოში ცნობილი, როგორც Ne-Yo ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია.
სადებიუტო ალბომი In My Own Words, 2006 წელს გამოუშვა. ალბომი წარმატებული აღმოჩნდა. პირველი სინგლი Stay კი მომღერალმა 2005 წელს გამოუშვა, რომელიც, ასევე ძალიან წარმატებული იყო.
2007 წლის აპრილში შემსრულებელმა მეორე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Because of You, რომელმაც მას 2008 წელს „გრემი“ მოუტანა.
