ნიკ კეივი (დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1957) — ავსტრალიელი როკ მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, მუსიკის ავტორი ფილმებისთვის და სცენარისტია. ის არის როკ ჯგუფ Grinderman ლიდერი (მისი “სოლო” კვარტეტის ახალი სახელწოდება), Nick Cave and the Bad Seeds, The Birthday Party, Boys Next Door. ნიკოლას ედვარდ კეივი დაიბადა 1957 წლის 22 სექტემბერს ავსტრალიის, შტატ ვიქტორიას, ქალაქ ვარაკანაბილში. გაიზარდა ანგლიკანურ ოჯახში. სამხატვრო კოლეჯში სწავლის დროს შეხვდა მიკ ჰარვის, რომელთანაც ერთად აწყობდა პრაქტიკულად ყველა მუსიკალურ პროექტს. პირველი მათ შორის 1970 წლების ბოლოს გახდა ჯგუფი Boys Next Door, რომელიც 1980 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ახალი ჯგუფი იქმნება The Birthday Party, რომელიც დოსტოევსკის რომანის “დანაშაული და სასჯელის” ერთ-ერთი სცენის სამახსოვროდ დაერქვა. ჯგუფი ევროპაში მიემგზავრება და 1983 წლისთვის იშლება. სანამ ეს მოხდება ნიკ კეივი ბლიქსა ბერგალდს გაიცნობს რომელიც გერმანული ჯგუფი Einstürzende Neubauten ლიდერია, სთავაზობს თავისთან დაკვრას. ბლიქსა თანხმდება და მონაწილეობს მის პროექტებში 20 წლის განმავლობაში.1984 წელს მისი ახალი გუნდის Nick Cave and the Bad Seeds პირველი ალბომი From Her To Eternity გამოდის. კეივს დიდ პოპულაზობას მისი ალბომები Let Love In, Henry’s Dream და Murder Ballads მოუტანს. 2006 წელს ნიკ კეივი ახალ პროექტს – კვარტეტ “Grinderman“ ქმნის, რომელიც შეიქმნა ჯგუფიდან რომელიც მას სოლო ტურნეებში დაჰყვებოდა. 2007-ში მათი სადებიუტო ალბომი გამოვიდა.
