LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moby

მობი (დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1965) ამერიკელი ელექტრონული მუსიკოსია.
მან თავდაპირველად სახელი გაითქვა პროგრესივის სტილში შესრულებული კომპოზიციით “Go”, რომელშიც გამოყენებულია მოტივი სატელევიზიო შოუდან “ტვინ პიკს” – “ლაურა პალმერის თემა”.
მობი ასევე ცნობილია სინგლებით “Porcelain”, “South Side” გვენ სტეფანისთან ერთად, “We Are All Made of Stars” და “Lift Me Up”. მობის გამოშვებული აქვს სინგლები სხვადასხვა სახელებით (Voodoo Child, Barracuda, UHF, The Brotherhood, DJ Cake, Lopez, და Brainstorm/Mindstorm). მისი პირველი ალბომი Elektra Records-ისთვის იყო Everything is Wrong, რომელმაც კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მას მოჰყვა მძიმე როკ-ელექტრო ალბომი სახელწოდებით Animal Rights 1996 წელს. 1997-ში მან გამოუშვა I Like to Score – ფილმებისთვის დაწერილ ნამუშევართა კომპილაცია. ერთ-ერთ კომპოზიციათაგანი ამ კომპილაციაში იყო ჯეიმზ ბონდის თემის განახლებული ვერსია. მიუხედევად ამისა, ორივე ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და მობიმ Elektra-სთან კავშირი გაწყვიტა. მუსიკალური შემოქმედების 10 წლის თავზე მობი ქმნის მის ყველაზე წარმეტებულ ალბომს Play (1999, V2 Records). მობი ვეგანიზმის მიმდევარი არა-დენომინაციური ქრისტიანია, ცხოვრობს ნიუ იორკის უბანში ლითლ იტალი, სადაც მას უკვე ათი წელია აქვს პატარა ბინა ხუთ-სართულიან შენობაში ქუჩაზე, დევიდ ბოუის პირისპირ. ის ფლობს მცირე რესტორანსა და ყავახანას სახეწოდებით TeaNY, სადაც ის შიგადაშიგ თავად ემსახურება ხოლმე სტუმრებს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი