LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Modern Talking

Modern Talking — გერმანული მუსიკალური ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ვოკალისტები და მუსიკოსები თომას ანდერსი და დიტერ ბოლენი. მათ მიერ შესრულებული მუსიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ევროპოპი და ევროდენსი. 1980-იან წლებში მათ უდიდესი წარმატება მოიპოვეს ცნობილი სინგლებით You’re My Heart, You’re My Soul, Cheri Cheri Lady, Brother Louie, Geronimo’s Cadillac, Jet Airliner და In 100 Years. 1998 წელს ჯგუფი დაბრუნდა სცენაზე, სიმღერების რემიქს-ალბომით Back for Good, მაგრამ, 2003 წელს, 7 ალბომის გამოცემის შემდეგ საბოლოოდ დაიშალა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი