LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MKTO

MKTO ამერიკული პოპდუეტია, რომლის შემადგენლობაში შედიან მალკოლმ კელი და ტონი ოლერი.
პირველი ალბომი სახელწოდებით MKTO 2014 წლის იანვარში გამოვიდა, ის Columbia Records-ში ჩაწერეს.
2014 წლის ზაფხულში ჯგუფი პირველად გაემგზავრა მუსიკალურ ტურნეში. 2015 წლის 22 ივლისს კი გამოვიდა მათი პირველი EP Bad Girls. 2017 წლის 10 მარტს ოლერმა ”ტვიტერზე” დაწერა, რომ ბენდი დაიშალა. თუმცა, 2017 წლის 21 სექტემბერს დუეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვლავ შეიკრიბნენ და ახალი ჩანაწერების გამოსაშვებად ემზადებიან.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი