მისი ელიოტი (დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1971. პორტსმუთი, ვირჯინია) ამერიკელი რეპერი, მომღერალი, ტექსტების ავტორი, ემსი და მუსიკალური პროდიუსერია. მსოფლიოს მასშტაბით (აშშ-ს გარდა) მუსიკოსს გაყიდული აქვს 24 მილიონი ჩანაწერი (სინგლების ჩათვლით), 30 მილიონი კი – აშშ-ში. იგი ყველა დროის მეორე ყველაზე პოპულარული რეპერი ქალია. ის ერთადერთი რეპერი ქალია, რომელსაც RIAA-ს მიერ სერტიფიცირებული 6 პლატინის ალბომი აქვს, მათ შორის ერთი 2-გზის პლატინის.
