LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Meghan Trainor

ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი მეგან ელიზაბეტ ტრეინორი 1993 წლის 22 დეკემბერს დაიბადა. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის – „გრემი“ და „ბილბორდის“ ორი მუსიკალური ჯილდო. ტრეინორი მუსიკით მცირე ასაკიდან დაინტერესდა. 15-დან 17 წლის ასაკამდე მან სამი ალბომი ჩაწერა. მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა 2015 წელს ალბომის Title გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
2016 წელს მეგან ტრეინორმა „გრემი“ მიიღო. მისი მეორე მნიშვნელოვანი ალბომი Thank You 2016 წელს გამოვიდა და მასში შემავალმა სინგლმა No ჩარტში Billboard Hot 100 მესამე ადგილი დაიკავა.
2017 წელს მომღერალმა გამოუშვა სიმღერა I’m a Lady, რომელიც ანიმაციურ ფილმში „სმურფები : დაკარგული სოფელი“ გამოჩნდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი