ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი იყო, ის არის ცნობილი „საქორწინო მარშის“ ავტორი. მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას, სხვა უამრავ ნაწარმოებთან ერთად, შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოები: 5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული, შოტლანდიური და იტალიური. 10 უვერტიურა, მათ შორის: ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივე ფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი, 2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები, 2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შჰორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული 48 უსიტყვო სიმღერა, ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გერმანულ მუსიკალურ ცხოვრებაში მენდელსონმა მეტად დიდი და პროგრესული როლი შეასრულა. მით უფრო საგრძნობი იყო მუსიკალური კულტურისათვის მისი უდროო გარდაცვალება 38 წლის ასაკში, 1847 წელს, მოღვაწეობის აყვავების ხანაში.
