LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maxi Priest

მაქს ალფრედ ელიოტი (დაბადების თარიღი 1961 წლის 10 ივნისი) ცნობილია სასცენო სახელით მაქსი პრისტი. ის იამაიკური წარმომავლობის ინგლისელი რეგივოკალისტია. პრისტის პირველი ალბომი Maxi Priest 1988 წელს გამოვიდა. სიმღერის Wild World ქავერით მან რეგის ბრიტანელ მომღერლებს შორის თავი დაიმკვიდრა.
1990 წელს ჩაწერილმა სიმღერამ Close to You 1990 წელს ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ასეთივე პოპულარული გახდა რობერტ ფლეკსთან ჩაწერილი დუეტი კი Set the Night to Music.
2012 წელს მაქსი პრისტმა ჩაწერა იაპონური ბენდის L’arcen Ciel სიმღერის ქავერი “Vivid Colors”.
2014 წელს ალბომი Easy to Love ბილბორდის რეგი ალბომების ჩარტში მეორე ადგილზე მოხვდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი