LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

All Jerrou

ელ ჯერო (1940 წლის მარტი – 2017 წლის თებერვალი) ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალი იყო. კარიერის მანძილზე მოიპოვა შვიდი „გრემი“. ჯეროს ყველაზე ცნობილი ალბომი იყო 1981 წელს გამოცემული Breakin’ Away. მან, ასევე, შეასრულა საუნდტრეკი 1980-იანი წლების ბოლოს სატელევიზიო სერიალში Moonlighting. ელ ჯერო იყო საქველმოქმედო სიმღერის We Are the World შემსრულებლებს შორისაც (1985 წელს).
მუსიკოსის პირველი ალბომი 1975 წელს გამოვიდა, როდესაც ჯაზმენი 35 წლის იყო. ალბომის გამოშვებიდან 2 წელიწადში მან პირველი გრემი აიღო და მისი კარიერა აღმავლობის გზას დაადგა.
ლეგენდარული ჯაზმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი