ალიშა ქისი (დაბადების თარიღი 1981 წლის 25 იანვარი) ამერიკელი მომღერალი, პიანისტი და მსახიობია.
სადებიუტო ალბომი Songs in A Minor 2001 წელს გამოვიდა, მასში შევიდა სიმღერა Fallin რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა და Billboard Hot 100-ის პირველ ადგილას მოხვდა. სინგლის 12 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
მომღერალს პირველივე ალბომმა 2002 წელს 5 „გრემი“ მოუტანა.
კარიერის მანძილზე ალიშა ქისმა უამრავი ჯილდო მიიღო, ის არის 15 „გრემის“ და 17 NAACP Image Awards-ის მფლობელი. გაყიდული აქვს 35 მილიონი ალბომი და 30 მილიონი სინგლი, მსოფლიოს მასშტაბით.
კისი გამოჩნდა ფილმებში Smokin’ Aces, The Nanny Diaries და The Secret Life of Bees
