All Saints ბრიტანული გოგონების ჯგუფია, რომელიც ლონდონში 1993 წელს ჩამოყალიბდა. „ოლ სეინთსის“ დამაარსებლები ჯგუფის წევრები – მელანი ბლეტი, შეზნეი ლუისი და სიმონე რეინფორდი არიან.
მოგვიანებით შემადგენლობა დატოვა რეინფორდმა, 1996 წელს ჯგუფს შეუერთდნენ დები ნიკოლ და ნატალი ეპლტონები.
სადებიუტო ალბომი All Saints (1997) ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. ალბომში იყო წარმატებული სინგლები Never Ever”, “Under the Bridge”/”Lady Marmalade” and “Bootie Call”.
სიმღერამ Never Ever ჯგუფს ორი Brit Awards მოუტანა.
