შანია თუეინი (დაბადების თარიღი 1965 წლის 28 აგვისტო) კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მან გაყიდა 100 მლნ-ზე მეტი ალბომი და ქანთრი მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად იქცა.
1995 წელს გამოშვებული ალბომის The Woman in Me 20 მლნ ასლი გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და მომღერალმა ”გრემი” მოიპოვა. უფრო მეტად წარმატებული აღმოჩნდა ალბომი Come On Over – მსოფლიო მასშტაბით 40 მლნ ასლი გაიყიდა. ალბომში იყო 12 სიმღერა, მათ შორის “You’re Still the One”, “From This Moment On” და “Man! I Feel Like a Woman!” ალბომმა მუსიკოსს 4 ”გრემი” მოუტანა. მეოთხე სტუდიური ალბომი Up! 2002 წელს გამოვიდა და წინა ორი ალბომივით წარმატება ხვდა წილად. თუეინს მიღებული აქვს 5 ”გრემი”. 2004 წლიდან მუსიკოსი აღარ ჩანს სცენაზე და შვეიცარიაში ცხოვრობს. 2011 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნა, რომ ამისი მიზეზი ხმის დასუსტებაა. აღმოჩნდა, რომ მას ლაიმის დაავადება აქვს.
