LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Schumann

მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული გერმანელი კომპოზიტორი ალექსანდრე რობერტ შუმანი დაიბადა 1810 წლის 8 ივლისს. პატარობიდან რობერტს სურდა, ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.
1840 წელს რ.შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.
შუმანმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებში და ჟურნალებში მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი