LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Simon And Garfunkel

Simon & Garfunkel ამერიკული დუეტია, რომელშიც შედიან პოლ საიმონი და არტ გარფანკლი. 1957 წელს დუეტის სახელი იყო ”ტომი და ჯერი” და მათ ჩაწერეს რამდენიმე წარუმატებელი კომპოზიცია. 1965 წელს, ახალი სახელით წარმატება მოიპოვეს სიმღერით The Sounds of Silence.
დუეტი ცნობილია ორიგინალური ვოკალური ორხმიანი ჰარმონიებით და გიტარაზე დაფუძნებელი ბალადებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორ მუსიკოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას და კამათს, რაც მათ ალბომებზეც აისახა. მათი უკანასკნელი ალბომის Bridge over Troubled Water ჩაწერა ამის გამო რამდენიმეჯერ შეფერხდა.
წლების განმავლობაში დუეტი დაშლილი იყო, მაგრამ სამჯერ გაერთიანდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1981 წლის ცნობილი კონცერტი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 750.000 მაყურებელი დაესწრო.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი