LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sheryl Crow

შერილ კროუ (დაბადების თარიღი 1962 წლის 11 თებერვალი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. მისი მუსიკა პოპის, როკის, ფოლკის, ქანთრისა და ბლუზის ელემენტებს მოიცავს.
მას გამოშვებული აქვს 10 სტუდიური ალბომი, 2 კომპილაციური ალბომი, 1 ლაივ ალბომი და დაწერილი აქვს უამრავი ფილმის საუნდტრეკი. მის პოპულარულ სიმღერებს შორის არის “All I Wanna Do” და “If It Makes You Happy.” კროუს გაყიდული აქვს 50 მლნ-ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. 32 ნომინაციიდან მოგებული აქვს 9 „გრემი“. ამას გარდა, შერილ კროუ პუბლიკის წინაშე გამოვიდა უამრავ მომღერალთან ერთად, მათ შორის იყვნენ დიქსი ჩიკსი, როლინგ სტოუნზი, ჯერი ლი ლუისი, სტივი ნიკსი, მაიკლ ჯექსონი და ა.შ. ის მღეროდა თინა ტერნეტის, დონ ჰენლის, ბობ დილანის და ნილ შონის ბექვოკალშიც.  ამასთან, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში, მათ შორის 30 Rock, Cop Rock, GCB, Cougar Town, One Tree Hill.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი