მაიკლ ბოლტონი (დაბადების თარიღი 1953 წლის 26 თებერვალი) ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. ბოლტონი ასრულებდა, ძირითადად, ჰარდ როკსა და მძიმე მეტალს 1970-1980-იან წლებში, როგორც სოლოშემსრულებელი, ასევე – ბენდის Blackjack ლიდერი. ის ცნობილი გახდა პოპ როკ ბალადების სერიით, რომელიც 1980-იან წლებში ჩაიწერა. ბოლდონმა მსოფლიო მასშტაბით 75 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მისი 10 ალბომი ჩარტების სათავეში მოხვდა. მიღებული აქვს „გრემი“ და რამდენიმე American Music Awards.
