მაიკლ სტივენ ბუბლე (დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1975) კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და პროდიუსერია. ბუბლეს მიღებულიაქვს 4 „გრემი“ და რამდენიმე „ჯუნო“.
მისი პირველი ალბომი დიდ ბრიტანეთსა და კანადაში პირველ ათეულში მოხვდა. ბუბლე მსოფლიო მასშტაბით პოპულარული 2005 წელს გამოცემული ალბომით It’s Time გახდა. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 2007 წლის ალბომი Call Me Irresponsible, რომელიც კანადის, ბრიტანეთის და აშშ-ს, ავსტრალიის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში პირველ ადგილზე იყო. მომღერლის 2009 წელს გამოშვებული ალბომი Crazy Love აშშ-ს ჩარტში Billboard 200 ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო. ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა 2011 წლის ალბომი Christmas. 2013 წელს გამოვიდა ბუბლეს კიდევ ერთი ალბომი, To Be Loved. 2013 წლის მონაცემებით, მაიკლ ბუბლემ მსოფლიო მასშტაბით 55 მილიონი ალბომი გაყიდა.
